LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ პფაიფერი და მერილ სტრიპი წელს სავარაუდოდ, ,,ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსისთვის“ იბრძოლებენ

465
mishelfifer2010

გამოცემა „ვერიეთი“ წლის მსახიობი ქალების 10-ეულს ასახელებს. ეს კინოდაჯილდოვებამდე ტრადიციული წინაშესარჩევი რბოლაა, რომელსაც გამოცემა კრიტიკოსთა  მოსაზრებებზე დაყრდნობით აქვეყნებს. წელს სავარაუდოდ, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა სიაში ძველ სახეებს ვიხილავთ.

წელს პრეტენდენტთა შორის პირველ ადგილზეა მიშელ პფაიფერი ფილმით „ფრანგული გასასვლელი“. ეს გახლავთ აზაზელ ჯეიკობსის ახალი ფილმი, რომელიც პატრიკ დე ვიტას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მიშელ პფაიფერის როლს უმაღლესი შეფასება მისცეს.

პრეტენდენტთა შორის ისევ მოხვდა მერილ სტრიპი, რაიან მერფის ახალი კომედიით „გამოსაშვები საღამო“. ფილმი 2018 წელს ბროდვეიზე დადგუმლი სპექტაკლის მიხედვით გადაიღეს.

ამავე ფილმით ნომინანტებს შორის მოხვდება ჯო ელენ პელმენი. ეს გახლავთ ახალგაზრდა მსხიობი, რომელმაც კარიერა 2017 წელს დაიწყო.

რაშიდა ჯონსი წელს ამერიკული კინოდაჯილდოვების ნომინანტათ შორის აუცილებლად მოხვდება. ეს კი სოფია კოპოლას ახალი ფილმის „ბოლო წვეთის“ დამსახურებაა. ფილმი მამა -შვილის ისტორიას გვიყვება

ნომინანტებს შორისაა ემილი ბლანტი ჯონ პატრიკ შენელის ახალი ფილმით „მთის ველური ქონდარი“.

რაც ეხება 10-ეულს, სავარაუდო ნომინანტთა შორის ჯენიფერ ლოპესი, კრისტინ სკოტ ტომასი და ენი ჰეთეუეიც არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები