მსახიობი მიშელ პფაიფერი სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ, წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მსახიობს ხელში ახალშობილი უჭირავს და დივანზეა წამოწოლილი. წლების წინ გადაღებული ეს ფოტო აქამდე არასოდეს გამოქვეყნებულა. ამიტომ ის ყველა წამყვანი გამოცემის გარეკანზე მოხვდა. მიშელ პფაიფერს ორი შვილი ჰყავს. 27 წლის კლაუდია როუზი და 26 წლის ჯონ ჰენრი. სავარაუდოდ ფოტოც, 26 წლის წინანდელია.
რაც შეეხება 62 წლის მსახიობის ახალ პროექტს, ეს გახლავთ ფილმი French Exit, რომელსაც კინოკრიტიკოსები უმაღლეს შეფასებას აძლევენ. თავად მიშელ პფაიფერს კი ოსკარს უწინასწარმეტყველებენ.