Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მიშელ ობამამ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვებისა და სასმელების კომპანია შექმნა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამამ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვებისა და სასმელების კომპანია შექმნა

139
obama

აშშ-ს ყოფილმა პირველმა ლედიმ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვებისა და სასმელების კომპანია შექმნა. როგორც მიშელ ობამა აცხადებს, კომპანიას აქვს ამბიცია, სრულად შეცვალოს მთელი კვების მრეწველობა.

PLEZi-ს შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ ამერიკის მსხვილ საცალო ქსელში. ბავშვებისთვის განკუთვნილი ხილის წვენის ბრენდი 75%-ით ნაკლებ შაქარს შეიცავს, ვიდრე საშუალო წამყვანი 100%-იანი ხილის წვენები. ობამა სამომავლოდ სხვა პროდუქციის გამოშვებასაც გეგმავს, მათ შორის საკვებისა და სასმლის. მთავარი აქცენტი კი შაქრის მაქსიმალურად შემცირებაზე გაკეთდება. ყოფილი პირველი ლედის მიზანია, მისი ორგანიზაცია საზოგადოებრივი სარგებლის მქონე კომპანიად ჩამოყალიბდეს.

აღსანიშნავია, რომ მიშელ ობამა პირველი ლედის ამპლუაში სათავეში ჩაუდგა ცნობილ კამპანიას, Let’s Move, რომელიც ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ იყო მიმართული. კამპანიამ შედეგი გამოიღო. 2010 წელს აშშ-ში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც სკოლებში მოსწავლეების უფრო ჯანსაღი ლანჩით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები