LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ფაიფერი, პენელოპა კრუსი და სხვა მეგა ვარსკვლავები წლის მთავარ კინოპრემიერაზე (ფოტო)

790

ლონდონში აგატა კრისტის გახმაურებული რომანის „მკველობა აღმოსავლეთის ექსპერსში“ პრემიერა შედგა. წლის მთავარ კინოჩვენებას, რომლის რეჟისორიცაა კენეტ ბრანი, ფილმში მონაწილე ყველა ვარსკვლავი დაესწრო. განსაკუთრებული ფურორი მოახდინა 59 წლის მიშელ ფაიფერის გამოჩენამ, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ეკრანს. მსახიობი ბრწყინავდა ვერცხილისაფერ კაბაში და თამამად პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა პენელოპა კრუსიც, რომელმაც პრემიერისთვის ულამაზესი შავი კაბა შეარჩია.

კინოპრემიერას ასევე ესწრებოდნენ ჯუდი დენჩი, ჯონი დეპი, უილიამ დეფო, ოლივია კოლმანი და სხვები. შეგახსენებთ, რომ აგატა კრისტის ცნობილი რომანის ლონდონური პრემიერა 3 ნოემბერს იყო დაგეგმილი. მსოფლიო კინოეკრანებზე კი ფილმი 10 ნოემბერს გამოდის. ლეგენდარული დეტექტივის, ერკიულ პუაროს როლს თავად კენეტ ბრანი განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები