LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშას თამაშს თამაშობენ: “გირჩის” ლიდერებმა ოპოზიციის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

96
იაგო ხვიჩია - ფორტუნა

„გირჩის“ ლიდერებმა იაგო ხვიჩიამ, სანდრო რაქვიაშვილმა და  ვახო მეგრელიშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა პროტრესტის ნიშნად დატოვეს. როგორც “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია „მიშას თამაშს თამაშობენ“ და რასაც თავადვე ადასტურებენ.

„ფაქტობრივად ხალხმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია, ერთხმად დაგვიდასტურა, რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენ. მაგალითად, კახა კუკავამ მითხრა, გვაცალეთ, მიშას თამაშის თამაშიო. ზოგადად, განწყობაც ეს იყო, სადაც აღვნიშნეთ, რომ მიშას თამაშში ჩვენი ადგილი არ არის. ჩვენ სამი საკითხი გვქონდა, რომლის განხილვაც გვსურდა. ეს სამი საკითხი ისეთი იყო, რომელზეც მსჯელობა თუ დაიწყებოდა აღმოჩნდებოდა, რომ რაც ჩვენ გვინდოდა ის იყო სამართლიანი. მათ გვითხრეს, რომ ოპოზიცია გადადის სხვა „მოუდზე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები