LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ წუთებში სოლიდარობის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, მშვიდობის ხიდზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში იმართება

193
Untitled design (1)

„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ სლოგანით ბანერი დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან გადმოფინეს.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია ბულგარეთსა და კიშინოვში

ხიდთან აქცია საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით გაიხსნა.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.

მშვიდობის ხიდზე მიმდინარე აქციის პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც იმართება, აქციის ორგანიზატორი ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილია.

ადმინისტრაციასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალეს.

სოლიდარობის აქციის მონაწილეების თქმითვე, ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობას გეგმავენ.

აქცია იმართება შეკვეთილშიც – ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები და ისინი მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოითხოვენ.

ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„გადავარჩინოთ მიშა – ამ მოთხოვნით მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმშიც, აჭარის მთავრობის წინ.

მათი განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება ზუგდიდშიც.

სოლიდარობის აქცია გამართეს ქუთაისშიც – მოქალაქეები ქუთაისის პარლამენტთან შეიკრიბნენ, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ,  ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ დროულად გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც იმართება. 

მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ ვენაში, პარიზში, ლონდონში, ბარსელონასა და მადრიდშიც. ასევე კიევში, მიუნხენსა და თელ-ავივში.

მელია: მკაფიოდ გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ვაკეთებთ სიცოცხლეზე

ბაჩო დოლიძე: მსოფლიოს გავაგონებთ, რომ მიშა სააკაშვილი უნდა გადარჩეს

სააკაშვილი გამომძიებელ რეპორტიორთა ჯგუფის ხელმძღვანელს: თუ შეგიძლიათ, გამოიძიოთ რუსეთისა და რუსეთთან აფილირებული მოძრაობები საქართველოში? ასევე, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები?

ფოტო სლაიდზე: IPN და ODISHI TV
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები