ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.
„საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
?სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებამიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ…Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Thursday, July 6, 2023