LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მშვილდაძე: „რა ფალავანდიშვილის სახლის ჩხრეკა, თქვე „კლოუნ-პასტანოვშიკებო“ – რად უნდა სახლის ჩხრეკა, ყრია ინტერნეტში მაგათი დანაშაულის კადრები…“

95
misha mshvildadze

მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში გურამ ფალავანდიშვილის, ზურაბ მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიას და სხვათა სახლების ჩხრეკის ამბავს ეხმაურება და წერს:

„რა ფალავანდიშვილის სახლის ჩხრეკა, თქვე „კლოუნ-პასტანოვშიკებო“ – რად უნდა სახლის ჩხრეკა, ყრია ინტერნეტში მაგათი დანაშაულის კადრები – ძალადობრივი მოწოდებები და დანაშაულის სამხილები – პირდაპირ ყრია და იგუგლება – და ესენი სახლს ჩხრეკენ თურმე დანაშაულის ჩადენის მომენტიდან კვირაზე მეტია მერე – სიმულირებენ გამოძიებას ეს აფერისტები და თუ არ ჩავაჭირეთ ბოლომდე, არც არავის დასჯიან, იფაფხურებენ და გაჩერდებიან.

დააპატიმრეთ ფალავანდიშვილი მახარაძე და მორგოშია – ამ სამზე საკმარისი საფუძველია უკვე ძალადობის ორგანიზებისა და მოწოდების მუხლით დასაკავებლად და სხვა გზა არ გაქვთ ძალოვანებს – მიხვდეთ, იქნებ.

ჩვენი პროტესტი რომ არა, ამასაც არ იზამდნენ, მეგობრებო, ფაქტია აგერ, რომ მუშაობს ჩვენი პროტესტი და არ გავჩერდეთ, მივიყვანოთ ბოლომდე ეს ამბავი.

შაბათს ექვსზე ყველანი რუსთაველზე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები