LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მესხმა გადაცემაში შეიგინა – “როგორ გამიმწარეს ჩემი ბუნჩულა ბიჭი…”

432
mishamesxisofobedia

“პოს ტივიზე” ნოე ჟორჟოლიანმა საკუთარ შოუში სოფო ბედია და მისი მეუღლე, მიშა მესხი მიიწვია. საუბარი, ძირითადად, იმ კლიპის გარშემო მიმდინარეობდა, რომელიც სოფო ბედიას იდეით, კორონავირუსის წინააღმდეგ გადაიღეს. როგორც მიშა მესხმა აღნიშნა, გავრცელდა ხმა, რომ ეს კლიპი “ქართულმა ოცნებამ” დააფინანსა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მიშა მესხი:

გუშინ ვუსმენდი ბატონ ნიკა გვარამიას… ცდილობდნენ, რა… ყველაზე რეიტინგული პარტია რომ არის, რესპუბლიკელები, გვლანძღავდნენ… არა უშავს, ბევრი აგვიტანია და ბევრსაც ავიტანთ. მაგრამ ვიტყვი მაინც, ამოვიდა ყელში ყველაფერი… ამ სიმღერასთან დაკავშირებით ბევრს იმიტომ აეწვა, რომ ფიქრობენ, ქართული ოცნების დაფინანსებულია. ვაღიარებ, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ. დაიწყეს პატარა ნაცებმა, მერე გადავიდა დიდ ნაცებზე, მერე სააკაშვილზე და გაუგებარი რომ არ იყოს, მტყუანის … როგორც ეს კლიპი ქართულ ოცნებას არ დაუფინანსებია. მათმა არასამთავრობოებმა არკვიონ, შემეწერა თუ არა. გინება გვარამიამ მასწავლა… გამომიყვანეს წყობიდან.

მიშა მესხის ამ სიტყვების შემდეგ სოფო ბედიამ აღნიშნა: “როგორ გამიმწარეს ჩემი ბუნჩულა ბიჭი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები