LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა მესხი ნარკოტიკების ზედოზირებით საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)

106

რამდენიმე საათის წინ უკრაინულმა არხმა Espreso TV-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ორი ახალგარზდა მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, მამაკაცთაგან ერთ-ერთი მსახიობი მიშა მესხი გახლავთ, მეორე კი მისი მეგობარი.

ჩანაწერი, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბერს, კიევში არის გაკეთებული, გადაცემა “პატრულში” გავიდა, რომელშიც საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობის შედეგები ჯამდება. როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიშა მესხი და მისი მეგობარი, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსით მიდიოდნენ. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ მგზავრები მძღოლის სიტყვებზე არ რეაგირებდნენ, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლი იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეეცადნენ მესხისა და მისი მეგობრის გამოფხიზლებას, თუმცა ეს უკანასკნელი გონს მხოლოდ ექიმების ჩარევის შემდეგ მოვიდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მიშა მესხი და მისი მეგობარი მეტადონის ან ჰეროინის ზედოზირების ქვეშ არიან, რის შემდეგაც მსახიობი საავადმყოფო გადაჰყავთ.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო მეტადონი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები. როგორც ექიმები ამბობენ მესხი და მისი თანმხლები პირი სიკვდილს ძლივს გადაურჩნენ…

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები