LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა ციხეში უნდა მჯდარიყო თუ არა – ეგ არჩევნები იყო: მეგრელიშვილი

117
1

პარტია “გირჩის” დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არ იყო არჩევნები.

მეგრელიშვილის თქმით, ეს იყო არჩევნები იმასთან დაკავშირებით – უნდა მჯდარიყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში:

“ეს არჩევნები არ იყო. სამწუხაროდ, მიშა ციხეში უნდა მჯდარიყო თუ არა, ეგ არჩევნები იყო, ხომ იცით და ხომ ვიცით ყველამ. ნახეთ, რა მოხდა, თითქმის 50-50-ზე ითამაშეთ თქვენ და “ნაციონალურმა მოძრაობამ.” – განაცხადა მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური მხარეები ლანძღვა-გინების ნაცვლად ბევრ თემაზე დაიწყებენ საუბარს, შესაძლოა ეს პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იყოს:

“ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისეთი საზოგადოება შევქმნათ, ისეთი მდიდარი, რომ მსგავსი რადიკალური მოქმედებების მხარდაჭერა აღარ იყოს საჭირო: შევინარჩუნოთ თუ არა ბანძი მშვიდობა, რომელიც დღეს გვაქვს.

ამის შემდეგ, თუ ჩვენ დავიწყებთ ბევრ თემაზე საუბარს, შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ პოლიტიკურად მომგებიანია საუბარი, ლანძღვა-გინების ნაცვლად და ამით, შეიძლება, თქვენ, ხელისუფლებამ კიდევ მეტი პოზიტივი მიიღოთ.” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, დღეს პარლამენტის სესიაზე მმართველი გუნდის რიტორიკა შეცვლილია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში ყოველთვის იქნება რისკი, რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდეს.