ასტროლოგი მიშა ცაგარელი „ტვ პირველის“ ეთერში საუბრობს მისტიკური თარიღის შესახებ. 2022 წლის 22 თებერვალს, ცნობილი ასტროლოგის თქმით, 22 საათსა და 22 წუთზე შეგვიძლია სურვილების ჩაფიქრება:
„ეს არის საუკეთესო პერიოდი. რისთვის? რომ რაღაც ჩაიფიქროთ, იოცნებოთ, დაგეგმოთ, ან რაღაც სიკეთე გააკეთოთ. კოსმოსს აქვს თავისი კანონზომიერებები. ხდება სასიკეთო დიდი ენერგიის აკუმულაცია. ხომ იცით, რომ არის იღბლიანი და ნაკლებად იღბლიანი დღეები. შემთხვევით არაფერი ხდება. 2022 წლის 22 თებერვალს, 22 საათსა და 22 წუთზე უნდა დაანთოთ სანთელი, ილოცოთ, ჩაუთქვით საკუთარ თავს, რა გინდათ, რომ მოხდეს და იოცნებეთ. შეიძლება, ადამიანებს ჰქონდეთ საოცარი წინათგრძნობა, სიზმარი, შეხვდეთ საოცარ ადამიანს ან მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას…“