LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისასალმებელია, როდესაც პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ: გია ხუხაშვილი

90
publika.ge-1-3

“მისასალმებელია, როდესაც პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ოპოზიციური პარტიების მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა.

მისი შეფასებით, ამგვარი ქმედება პოლიტიკური კულტურის ამაღლების ნაწილია.

“ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამას. პოლიტიკური კულტურის ამაღლების ნაწილია, როდესაც პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ ერთმანეთთან. მისასალმებელია, როდესაც პარტიები დიალოგს ახერხებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხდება ეს. ამ ფაქტის კრიტიკა ჩემი აზრით უსაფუძვლოა”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა “დროამ” და პარტია “ლელო საქართველოსთვის” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების და ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები