დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია, – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში twitter-ზე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება. დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია. დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება.
მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის მხარდაჭერას მათ მისწრაფებაში, ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავალი”, – წერს რიში.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
It’s about time the State Department begins to hold #Georgia’s corrupt judges to account. Today’s designations are long-overdue, but very welcome. I will continue to support the desires of the Georgian people to move to a more democratic and transparent future.🇬🇪🇺🇸
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) April 5, 2023