LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის ნეპალმა“ ყველა სტერეოტიპი დაარღვია და „მის სამყაროზე“ მომატებული კილოგრამებით გამოვიდა

1300
მის-სამყარო

„მის სამყაროს“ სილამაზის კონკურსი სალვადორში 19 ნოემბერს გაიმართება. იქამდე კონკურსანტებმა სხვადასხვა ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა და ჟიურისა და მაყურებლის წინაშე, უკვე რამდენიმე კატეგორიაში წარდგნენ. მათ შორის იყო საცურაო კოსტიუმების შოუ, სადაც ყველას ყურადღება მიიქცია ნეპალელმა მონაწილემ, ჯეინ დებიკა გარეტმა. ეს გახლავთ სილამაზის კონკურსის ისტორიაში პირველი მონაწილე, რომელმაც ყველა სტერეოტიპი დაარღვია და მომატებული კილოგრამებით გამოვიდა სცენაზე.

საინტერესოა, რომ „მის სამყაროს“ ნეპალელი მონაწილე მედდად მუშაობს. ის აქტიურად არის ჩართული იმ ორგანიზაციების მუშაობაში, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობაზე მუშაობენ.

ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, „მის სამყაროს“ ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ გაკოტრდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები