დიდ ბრიტანეთში “მის ბუმ ბუმ” ტიტულის მფლობელი და Playboy-ის ყოფილი მოდელი ჯესიკა ლოპესი პირობას დებს, რომ გაშიშვლდება თუ მისი საყვარელი “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებს.
“თუ “ჩელსი” მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ფეხბურთელებთან შიშველი გადავიღებ ფოტოებს, ვერაფერი ვერ შემაჩერებს”, – ციტირებს გოგონას სიტყვებს The Sun.
თუმცა მომდევნო გათამაშებამდე ალბათ მოცდა მოგვიწევს. პირველი მერვედფინალური თამაში “ჩელსიმ” მიუნხენის “ბაიერნთან” 0:3 წააგო.
პრემიერლიგაში კი ლონდონელები მეოთხე პოზიციაზე არიან.
“ჩელსის” ჩემპიონთა ლიგა 2011/12 წლების სეზონში აქვს მოგებული, როდესაც ფინალში სწორედ “ბაიერნს” აჯობა პენალტების სერიაში, თანაც ის მატჩი მიუნხენში ჩატარდა.