LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირზა სუბელიანი მოწმის სახით გამოიკითხა, პროკურატურას მასთან ათეულობით შეკითხვა ჰქონდა – პროკურორი

202

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა. დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება.

„მირზა სუბელიანი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. ნაწილ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და დაისმება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემისგანაც მან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა”, – განაცხადა გუბელაძემ.

კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი, ამასთან დაკავშირებით, პროკურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ. ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მესმის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, გამოძიებასაც აქვს კითხვები და გვსურს პააუხები მივიღოთ, თუმცა, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაეცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ რომ გავაჟღეროთ. გამოძიება გრძელდება და იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის გაჟღერება კი აზიანებს გამოძიების ინტერესებს”,- განაცხადა გუბელაძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში როგორც საქმის პროკურორი, ასევე სუბელიანის ინტერესების დამცველი კახა ხვისტანი იმყოფებოდნენ. ხოლო ორი ადვოკატი ინგა ჩალაური და ეკა ხუციშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგვიანებით მისვლის გამო, გამოკითხვაზე ვერ შევიდნენ.

ადვოკატები გამოკითხვის დასრულებამდე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ. მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სუბელიანთან კითხვები გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები