ნინო კეპაშვილი ქმარმა 2 თვის წინ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიტაცადა სასიკვდილოდ სცემა. კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. კეპაშვილის განცხადებით,მოძალადე ქმარი მისგან მოითხოვდა, ეღიარებინა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც „ღალატობდა“.
„ტანსაცმელი ჩამომახია, მირტყამდა უმოწყალოდ, ხელით, ფეხით, მუხლით… ანთებული სიგარეტი დამადო სხეულზე, თმით მითრია,“ – ჰყვება დაზარალებული.
კეპაშვილის ქმარი პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ნინო კეპაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს, მიხეილ ჩიტაშვილი სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებში ცოლზე ძალადობის შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია. შსს-ს ინფორმაციით, მოძალადე მამაკაცების უმრავლესობის ასაკი 25-დან 44 წლამდეა.
წყარო ტელეკომპანია “იმედი”