LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირდატ ქამადაძე : რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ყველას გვლანძღავდა

153
BeFunky-collage (3)

„რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ლანძღავდა მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ რომელიც გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვსო?”,  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა, მირდატ ქამადაძემ “TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას უნდა მართავდნენ ის ადამიანები, ვისაც პარტიის მხარდამჭერები დაუჭერენ მხარს და არა ვინმე კულისებიდან მართული პოლიტიკოსები.

„ჩვენ გვჭირდება საჯარო, ღია პოლიტიკა. პარტიას უნდა მართავდნენ ის ადამიანები, ვისაც მხარს დაუჭერენ ჩვენი მხარდამჭერები და არა ვინმეს მიერ კულისებიდან მართული პოლიტიკოსები.ჩვენ გვინდა ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ. სამართლიანი კითხვების დასმა ტალახის სროლა არ არის.ლევან ხაბეიშვილს, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატს, უნდა ესაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო მაინცდამაინც აუცილებელი ამ დროს არჩევნები, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ასეთია და დაიწყო მისი სასამართლო პროცესები. ლევან ხაბეიშვილი რას სთავაზობს ჩვენს ამომრჩეველს, ამაზე უნდა გვესაუბრებოდეს – მიშას თავისუფლებისთვის ვიბრძოლებო და პარტიას მოძრაობა სჭირდებაო, ეს მოძრაობა რაში გამოიხატება?ჩვენ პარტიიდან წასული ლევან ხაბეიშვილი გვახსოვს, შემდეგ ნიკა მელიას მუხლჩაუხრელი შრომითა და ღვაწლით პარტიაში დაბრუნებული ლევან ხაბეიშვილი გვახსოვს. მე რომელ ლევან ხაბეიშვილის უნდა დავუჯერო დღეს? რომელიც თავის დროზე პარტიიდან წავიდა და ლანძღავდა მთელს ნაციონალურ მოძრაობას, თუ დღეს რომელიც გვეუბნება რომ ნაციონალური მოძრაობის დნმ მაქვსო? მე რომელ ლევან ხაბეიშვილს დავუჯერო, რომელიც დავით კეზერაშვილს რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა ყველას გვახსოვს, თუ დღეს ჩემი პარტნიორიაო რომ გვეუბნება? მე რომელ ლევან ხაბეიშვილს უნდა დავუჯერო, რამდენიმე თვის წინ ბათუმის ქუჩებში ერთად რომ ვხვდებოდით მოსახლეობას და კითხვას რომ სვამდა, სად არის ლევან ვარშალომიძეო, ამაზე დიდი რა უნდა მოხდეს ქვეყანაში მისი უახლოესი მეგობარი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის და კაცი ქვეყანაში არ ჩამოსულაო, თუ დღეს რომ ამბობს ლევან ვარშალომიძეს ვინც ახსენებთ, პირში წყალი გამოივლეთო?’’- განაცხადა ქამადაძემ.

ლევან ხაბეიშვილი: ყველას პატივს ვცემ და მათ შორის ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს, ნამდვილი პარტიული ხალხი, ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლები დიახ, ლევან ხაბეიშვილს უჭერენ მხარს

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები