LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მირაჟი“ შეკვეთილში სტუმრებს 20 ივნისიდან მიიღებს – უსაფრთხო და დაცული გარემო იდეალური დასვენებისთვის

1389
IMG-0519

დასასვენებელი კომპლექსი „მირაჟი“ შეკვეთილში ზაფხულის სეზონის გახსნისთვის ემზადება და დამსვენებლების მიღებას 20 ივნისიდან გეგმავს. როგორც „ფორტუნას“ „მირაჟის“ დამფუძნებელმა ლია სამადაშვილმა განუცხადა, ადგილზე დაცულია უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა ნორმა და გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები.

„ჩვენთვის სტუმრების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, სრული ძალისხმევით ვიცავთ ჰიგიენის, სანიტარიის და უსაფრთხოების წესებს სასტუმროს მთელს პერიმეტრზე. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის სრული დაცვით, შევიმუშავეთ და დავნერგეთ სასტუმროს ჰიგიენისა და უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი. ასე რომ, დასასვენებელი კომპლექსი „ მირაჟი“ მზად არის 2020 წლის ზაფხულის სეზონის გასახსნელად“, – ამბობს ლია სამადაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „მირაჟში“ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ ვითარება გაითვალისწინეს და მსურველებისთვის შეკვეთილში დასვენება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადეს.

„ჩვენი დასასვენებელი კომპლექსი სტუმრებს სთავაზობს ფასდაკლების აქციას 20 ივნისიდან -20 ივლისამდე. ერთი სტუმარი საუზმით, ერთი დღე – 80 ლარი; 8 წლამდე ბავშვი – 60 ლარი; 5 წლამდე ბავშვი – უფასო, ( მშობლის ხარჯზე); სადილი – 25 ლარი; ვახშამი – 25 ლარი“, – აღნიშნავს „მირაჟის“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, დასასვენებელ კომპლექსს ერთდროულად 180 სტუმრის მიძღება შეუძლია. დამსვენებლებს „მირაჟში“ უსაფრთხო და მეგობრული გარემო დახვდებათ, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

„ჩვენი დასასვენებელი კომპლექსი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე არ კარგავს რეიტინგს, დამსვენებლების სიმცირეს არასდროს ვუჩიოდით. ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ. წელს სიტუაცია, შექმნილი ვითარების გამო, შეცვლილია და ველოდებით ადგილობრივ დამსვენებლებს. დაინტერესება უკვე არის და ჯავშნებიც გვაქვს. „მირაჟი“ იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, აქ ყველაფერი გვაქვს ბავშვებისთვის: აუზი, გასართობი ატრაქციები და სხვა… გვაქვს ძიძის სერვისიც, ანუ მშობელს შეუძლია მშვიდად დიასვენოს და ანდოს შვილი ჩვენს კვალიფიციურ ძიძას. გყვავს ანიმატორებიც, რომლებიც ბავშვების გართობაზე ზრუნავენ. გარდა ამისა, “მირაჟი” ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვისაც. გვაქვს 2 საკონფერენციო დარბაზი – 50 და 100 კაცზე გათვლილი“, – ამბობს „მირაჟის“ დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, „მირაჟის“ კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ აქვს საკუთარი სანაპირო ზოლი, სრულიად უსაფრთხო და სუფთა. ასე რომ, დასასვენებელი კომპლექსის სტუმრებს არ უწევთ „მირაჟიდან“ გასვლა იმისთვის, რომ ზღვაზე აღმოჩნდნენ.

„გარწმუნებთ, ჩვენ, „მირაჟელები“, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხო და სასიამოვნო დასვენებისთვის“, – დასძენს „მირაჟის“ დამფუძნებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები