LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიქანაძე IRI-ის კვლევაზე: არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს ვენდოთ

117
ფორტუნა - 2023-04-25T150031.104

არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

მიქანაძის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური თვალსაზრისით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის ყოველგვარ საფუძველს გამოცლილი რეიტინგები.

„ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაში არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს თვითონაც კარგად იციან.

ამის ძალიან მარტივი დამადასტურებელი არის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩაეტარებინათ სხვა და სხვა სახის აქციები, რეგიონებსა და ქალაქებში. ასევე, ის მთავარი ე.წ. აქცია, რომელიც მათ 9 აპრილს დაამთხვიეს ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა, ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის მიმართ და იმ პოლიტიკისა და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და საზოგადოება მიხვდა, თუ რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი.

IRI-ის კვლევა: შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%

ამიტომ, IRI-კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებასთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

IRI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგებში ივანიშვილს სააკაშვილმა გადაასწრო

ცნობისთვის, IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

„ქოცები ჩამოვარდნილები არიან.. გახარია ილევა“ – ჩერგოლეიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებზე

ლევან ხაბეიშვილი: IRI-ის კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს!