LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიქაელ ბოტკოველი – სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს

63

პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ საგამოძიებო სტრუქტურებს სრულ ნდობას უცხადებენ და სჯერათ, რომ ობიექტურად შეისწავლიან და „საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი“.

ბოტკოველი მოუწოდებს საზოგადოებას, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით სპეკულირება არ დაიწყონ და საგამოძიებო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშალონ.

“საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები