LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიპასუხეთ, ვის გააქვს ჩემი თიანეთიდან ტყე“ – თიანეთში ხეებს ყოველდღე ჭრიან

265

„ფეისბუქ“-მომხმარებელი გიორგი ჯოლობორდი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ასახულია, როგორ გადააქვს მანქანას დაჭრილი მორები და კითხულობს, რატომ ჭრიან და ზიდავენ ხეებს თიანეთიდან და ვინ გასცემს შესაბამის ნებართვებს. დღეს ეს კითხვა ყველაზე მეტად აქტუალურია იმის გამოც, რომ რაც ბორჯომში, ახლა კი აბასთუმანში და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება.

გიორგი ჯოლბორდი წერს:

„გააზიარეთ, ვისაც wall-ს არ დაგიმახინჯებთ :))) ეს მორებით დატვირთული ტრაილერი დღეს თიანეთიდან ჟინვალის მიმართულებით მიემართებოდა. მე პირველად შევესწარი მსგავს ფაქტს, თუმცაღა ყოველდღიური სახე ჰქონია ამ ყველაფერს :))) მე მაინტერესებს, ვის ეხება მონიტორინგი ამ ხის მასალაზე, რომელსაც თიანეთის ტყიდან ეზიდებიან (ვინ გასცა ნებართვა)… ისიც მაინტერესებს, მამაჩემი ზამთარში საკუთარ ეზოში მოჭრილი მსხლის ხით რატომ თბება (ტყიდან ხმელი წაქცეული ხის წამოღების უფლებაც არ აქვს) და ჩემი ტყით, რომლის გულისთვისაც ჩემი მამა-პაპა თავს სწირავდა ვიღაც გადამთიელი (ჩემი ინფორმაციით, ჩინელი), ფულს რატომ აკეთებს :))) ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხეთ, რა ჯანდაბა ხდება? ვის გააქვს ჩემი თიანეთიდან ტყე :))) თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო. გააზიარეთ, რათა მივიღოთ პასუხი სანამ თავზე არ დაგვემხო ყველაფერი:)))“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები