LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინსკის ინციდენტის გამო ნატოს სამიტზე ბელარუსის მიმართ ახალ სანქციებზე იმსჯელებენ

43
BeFunky-collage (2)

ნატოს გენერალური მდივანი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბელარუსის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

საკითხზე ალიანსის 14 ივნისის სამიტზე იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ  ჟურნალისტის დაპატიმრება, საერთაშორისო ნორმების და წესების დარღვევაა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს.

ჯონსონმა კი დასძინა, რომ სანქციები შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ალიანსის გენერალურმა მდივნამა მოუწოდა მინსკის რეჟიმს, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

ცნობისთვის, დასავლური და სხვა დემოკრატიული ქვეყნები ლუკაშენკოს საქციელს გმობენ, როდესაც მისი ბრძანებით „რაიანეარის“ რეისი მინსკში იძულებით დასვეს, რათა ბორტზე მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი მინსკში დაეპატიმრებინათ. რეისი საბერძნეთიდან ლიეტუვაში ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით მიფრინავდა.

ბელარუსი აცხადებს, რომ თვითმფრინავს დაჯდომა იმის გამო აიძულეს, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაჯდა, ბელარუსის უშიშროების ძალებმა ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააპატიმრეს. თვითმფრინავის ბორტზე ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ბომბი არ აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები