LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა პოზიცია მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ: უკრაინის საგარეო უწყება

164
227967064-0-160-3077-1890-1920x0-80-0-0-fd3d1822059208f2dece9c85b642199c

უკრაინა საქართველოსგან მოითხოვს, ღირსეულად მოექცნენ უკრაინის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს და დაუშვებლად მიიჩნევს ძალადობის გამოყენებას მის მიმართ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს აცნობა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისადმი ღირსეული მოქცევის აუცილებლობისა და მისდამი ფიზიკური ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აცხადებენ სამინისტროში.

ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაზეც საქართველო ვალდებულია საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ელჩი უკრაინაში საგარეო უწყებაში უკვე მეორედ იმყოფებოდა. ელჩი 9 ნოემბერს სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გამო, დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები