LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი: თუ ტარიფი არ გაიზარდა, შესაძლოა დენის მიწოდების პრობლემა შეიქმნას

98
133810403-3649869128436053-578102465675518162-o

ნათია თურნავას ირწმუნება, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ტვირთი არ იგრძნოს.

„სემეკი არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც საკუთარი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს და მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს მათ კომპეტენციაში, თუმცა, ჩვენ ვიცით რა ხდება ენერგეტიკაში და ველოდებით, რომ ტარიფები გაიზრდება. ამავე დროს ვიცით, რომ ტარიფის დათვლა ბოლოს მოხდა 3 წლის წინ, ამის შემდეგ ბევრი ინვესტიცია იყო, რაც თავის მხრივ, ტარიფში აისახება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრა.

მისივე თქმით, 2020 წელს გვაქვს უდიდესი კრიზისი, რამაც პრობლემა შეუქმნა ბევრ ბიზნესს, მათ შორის ენერგეტიკას.

„შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და შეიძლება ამან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დააყენოს მოსახლეობისთვის, თუ არ იქნება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ტარიფის ზრდაზე კომენტარი უკვე გააკეთა პრემიერ მინისტრმაც. ველით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მოსალოდნელია ასევე წყლის გადასახადის მატებაც თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში. თუმცა, როგორც პრემიერი განმარტავს, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები