LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი სესხებისა და განვადებების გაცემის გამარტივების მომხრეა

950
14dsfsdf

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გაცხადებით, შესაძლოა დაწესებული საბანკო რეგულაციები შეიცვალოს. მაჭავარიანი ამ თემასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებს გადის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არც მისი მიღების დროს იყო და არც ახლა არის. მისივე თქმით, ამ რეგულაციების ეფექტი შეუიარაღებლადაც კი კარგად ჩანს.

საუბარია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა. დებულების თანახმად, ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე კრედიტები აღარ გაიცემა.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ თუ საჭიროა, გადახედოს ამ რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, რომ ჩვენ ამ რეგულაციების ეფექტი განვსაზღვროთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ამ რეგულაციების ეფექტი, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად ამ რეგულაციების შესუსტება უნდა მოხდეს. რამდენად უნდა გადაიხედოს რეგულაცია, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, რომ ჯერ მაინც არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად, ამის მომხრე ვიქნები,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები