LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული – ოთარ დანელია ზურაბ ალავიძეს აკრიტიკებს

102

“შემაშფოთებელია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას და რეგიონში ჩასული არ მინახავს,” – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, განაცხადა.

დეპუტატი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს.

“აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვქნება. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას.

“ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები