„ბუნებრივია, ასე ერთ დღეში, თუ ერთ თვეში განათლებაში შედეგს ვერ ვხედავთ, მაგრამ დავიმახსოვროთ დღევანდელი გადაცემა, მე დარწმუნებული ვარ, ამ ჩვენი მიდგომებით სამ-ოთხწლიან პერიოდში და PISA-ს შემდგომ კვლევებში სისტემამ უნდა დაინახოს გარკვეული გაუმჯობესება – ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომელმაც საბოლოო ჯამში, უკეთესი ხარისხის განათლებასთან უნდა მიგვიყვანოს“, – ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „პირველი არხის“ გადაცემაში „გადაწყვეტილება“ გადაცემის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ის ვითარება, რაც PISA-ს კვლევამ აჩვენა.
საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით – PISA
PISA: ქართველი მოსწავლეების დონე საშუალოზე დაბალია
„ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმის ასე ვთქვათ, რევიზიის ეტაპი უკვე დავასრულეთ და ეს ბევრ კომპონენტს უკავშირდება. მეორე ეტაპი, რომელიც დაწყებული გვაქვს და პრინციპში, ციკლიც მოუწია, ეს არის საგნობრივი სტანდარტის გადახედვა, რაც სკოლაში გვაქვს. ჩვენ ამას დაახლოებით, სამ თვეში დავასრულებთ, გაზაფხულზე და ის ბუნებრივია, დაეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.
„ახალი წლიდან ხელფასი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს“ – განათლების მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკა წარადგინა
გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-იდან 50%-მდე გაეზრდება.
უკვე გაზაფხულის შემდგომ სისტემაში ვიწყებთ ყველა სახელმძღვანელოს მორგებას საგნობრივ სტანდარტებთან და ისედაც მოუწევს, ვინაიდან ციკლი 6, თუ 7-წლიანია და ისედაც უწევს საგნობრივ სტანდარტებს გადახედვა. აი, ეს არის ახლა უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომ უკეთესი ხარისხის სახელმძღვანელოები და საგანმანათლებლო რესურსები შევქმნათ, რომელსაც დაახლოებით, ორი-სამწლიანი ციკლი სჭირდება.
მეორე, პარალელურ რეჟიმში ვიმუშაოთ პედაგოგებთან ერთად სწავლის მეთოდიკაზე, მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესებაზე და მესამე, უნდა შევქმნათ სწორი და გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. აი, ეს არის ჩვენი მიდგომა, რომელსაც 3-4 წლის პერიოდში ჩვენ ვხედავთ და ყველა მიმართულებით გაშლილი გვაქვს ფრონტი. ვფიქრობ, სწორი დიაგნოსტიკა ჩატარებულია, სწორი გადაწყვეტილებებია და სწორი გეზით მივდივართ“, – განაცხადა ამილახვარმა.