კომპანია ,,მინიკრედიტმა’’ 30 დღით მოთხოვნილ კრედიტზე ტარიფები გაანახევრა.
როგორც ,,ფორტუნას’’ კომპანიაში განუცხადეს, განახლებული ტარიფებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. მაგალითად, „მინიკრედიტში“ 200 ლარს 30 დღით 240 ლარის ნაცვლად 220 ლარად ისესხებთ, 400 ლარს იგივე პერიოდით კომპანიაში 280 ლარის ნაცვლად 440 ლარად გასესხებენ.
ამასთან, მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმენლად კომპანიამ ახალი სერვის-ცენტრები გახსნა. ფილიალები მეტრო “ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „გლდანი მოლის“ 0-სართულზე და ქავთარაძის №1 – საბურთალოს „გუდვილში“ განთავსდა.
ახალ სერვის-ცენტრებში მომხარებელს შეუძლია აიღოს კრედიტი 50 – 700 ლარამდე „მინიკრედიტის“ პლასტიკურ ბარათის მეშვეობით.
„მინიკრედიტი“ უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ესტონეთში, ლატვიასა და პოლონეთში. 2011 წლიდან მისი წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა და მომხმარებელს მომენტალური ინტერნეტ კრედიტი შესთვაზა.