LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mini-მ პირველი ელექტრონული მოდელი წარადგინა

84
minicprt

ბრენდმა Mini ელექტრონული ჰეტჩბეკი Cooper Se ოფიციალურად წარადგინა. სიახლე BMW i3S-ის აგრეგატითაა აღჭურვილი და ერთი დამუხტვით 270 კმ-ს გავლა შეუძლია. 184 ძალის ძრავს პირველი „ასეულის“ განვითარება 7,3 წამში შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ს უტოლდება. ელექტრონული Mini-ს ფასი დიდ ბრიტანეთში 24 400 ფუნტი სტერლინგიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ელემენტის სრულად დასამუხტად მოდელს 3,5 საათი სჭირდება.

Mini Cooper Se-ს ვიზუალიც მთლიანად შეიცვლება. მოდელი განახლებულ რადიატორის ბადეს, გვერდით სარკეებს და თანამედროვე სამუხრუჭე სისტემასაც მიიღებს.

ელექტრონული „მინის“ სერვისები მედიაკომპლექსს, რეჟიმების გადასართველს, ორზონიან კლიმატ-კონტროლს და ნავიგაციურ სისტემას მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები