ცოტა ხნის წინ პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალი მსახიობი გამოჩნდა. ტასიკოს გმირი მაყურებელმა მალე შეიყვარა.
ეთერში გასული სერიების შემდეგ საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ მას შეუდარებელი, ბუნებრივი სილამაზე აქვს.
ახალგაზრდა მსახიობი ნინუცა ცაგარეიშვილია, რომელიც, როგორც აღმოჩნდა შესანიშნავად მღერის და უკრავს გიტარაზე.
ვიდეოს მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.