LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ

675
page

ჟერარ პიკესთან განშორებიდან უკვე ერთი წელი გავიდა, მედიისთვის აღნიშნული თემა კვლავ აქტუალურია. ახლახან, არტისტის ინტერვიუდან მორიგი ნაწილი გავრცელდა, „ბილბორდთან“ შაკირა კვლავ განქორწინებაზე საუბრობს.

„მარტოხელა დედობა რთული აღმოჩნდა… ბედნიერთა კლუბში კონკრეტული ადამიანები ხვდებიან, რომელთა შორისაც მე ამჟამად არ აღმოვჩნდი. განქორწინების შემდეგ ჩემმა მუსიკამ თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა. როცა შენი ცხოვრების ერთი ნაწილი ცუდად მიდის, წარმატებას მეორეში აღწევ, ეს მათემატიკასავითაა. ჩემი შვილების გამო ცხოვრება უნდა გავაგრძელო, ისინი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არიან.

თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ჩემი შვილების მათ მამასთან ერთად აღზრდა იყო, სულ მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი, ეს ასე არ მოხდება“, – აცხადებს შაკირა.

„მე მჯერა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ – შაკირას ცეცხლოვანი ფოტოსესია „ვერსაჩეს“ რეზიდენციიდან

შაკირამ თავის გამოსვლაში ჟერარ პიკეს დაშიფრული შეტყობინება გადასცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები