მინდია გოგოჭურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებულს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მინდია გოგოჭურს გამოძიება, ძალადობასთან, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად, ნარკოტიკების შეძენა-შენახვასაც ედავება. ის სამართალდამცველებმა გუშინ, 19 ივლისს სასტუმრო “პარაგრაფში” მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს.
ადვოკატის თქმით, მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს.