“მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური,”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო, ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან,” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.