„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა თბილისში სიის ათეული წარადგინეს
სიის ათეულის წარდგენისას, აკაკი ბობოხიძემ გუნდს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაში წარმატება უსურვა.
“მე მინდა ჩვენს გუნდს ვუსურვო წარმატებები იმ საქმეში რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ქვია“
ბობოხიძის განცხადებით, 2 ოქტომბერი თარიღია, როდესაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება “ვტოვებთ ქვეყანას იმ უძრაობაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 9 წელიწადია შეიყვანა ჩვენი სამშობლო, თუ ვაძლევთ ქვეყანას კვლავ წინსვლის და განვითარების საშუალებას”
“მე მინდა ჩვენს გუნდს ვუსურვო წარმატებები იმ საქმეში რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ქვია“
“თბილისი უნდა გახდეს მთავარი ცენტრი ამ ბრძოლისთვის, რომელიც შეაჩერებს რეგრესის და უნიათობის ტალღას” – გიგა ბოკერია
პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სიის წარდგენისას დღევანდელი ხელისუფლება საბჭოთა ტირანიას შეადარა და ააღნიშნა, რომ “იარაღი ივანიშვილის დასამარცხებლად არის საარჩევნო ბიულეტინი ”
“თბილისში ჩვენი გუნდის წარდგენა ნამდვილად არის გზავნილი იმისა, რომ სწორედ თბილისი უნდა გახდეს მთავარი ცენტრი ამ ბრძოლისთვის, რომელიც შეაჩერებს რეგრესის და უნიათობის ტალღას.” – გიგი წერეთელი
“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის გნაცხადებით, “ეს გუნდი ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელიც არც ერთ მერს არ მისცემს უნიათიბის და კორუფციის უფლებას”
თბილისში “ევროპული საქართველოს” სიის ათეული ასე გამოიყურება:
- გიორგი ნონიაშვილი
- დათო ჟღენტი
- ნინო ორდენიძე
- ბესიკ დონაძე
- ლაშა ჯანჯღავა
- თეა კოტუა
- გიორგი ბახტაძე
- ალექსანდრე გურაბანიძე
- მალორიტა ედიშერაშვილი
- თემურ გვაძბაია