LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, შენთან ერთად სამუდამოდ ვიღიმოდე, მომეცი ეს შესაძლებლობა – ოლენა ზელენსკა

168
olenas

უკრაინის პირველი ლედი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.

“ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიცვალე ამ წლის განმავლობაში და ყოველთვის ვპასუხობ: არა, არ შეცვლილა. ისევ ის ბიჭია, რომელსაც 17 წლის ასაკში შევხვდი.
მაგრამ სინამდვილეში, რაღაც შეიცვალა: ახლა, გაცილებით ნაკლებად იღიმები. მაგალითისთვის, როგორც ამ ფოტოზე… გისურვებ ღიმილისთვის მეტი მიზეზი გქონდეს და შენ იცი ამისთვის რა არის საჭირო, ეს ყველამ ვიცით.

საკმარისად ჯიუტი ხარ, მაგრამ მთავარია, გქონდეს საკმარისი ჯანმრთელობა, ამიტომ გთხოვ, იყავი ჯანმრთელი! მინდა შენთან ერთად, სამუდამოდ ვიღიმოდე. მომეცი ეს შესაძლებლობა.”- წერს  ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 45 წელი შეუსრულდა.

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

ცხოვრება მონღოლეთში, საზამთროს გარეშე დარჩენილი პატარა ბიჭი და ოლენა – სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დანახული მარადიული სიყვარული – უცნობი ფაქტები პრეზიდენტ ზელენსკიზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები