“ნამდვილად კმაყოფილი ვარ მოსამართლის გადაწყვეტილებით, რადგან მან მიუსაჯა უმაღლესი სასჯელი, იმ მუხლებით გათვალისწინებული, რა ბრალიც ჰქონდათ წაყენებული, თუმცა, რა თქმა უნდა, შეუმცირდათ შთანთქა ამნისტიის მუხლებმა, რამდენიმე მუხლი და ამიტომ 5 წელი და თვეები გამოუვიდა თითოეულს, რაც ჩემთვის მისაღებია მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი და მეტი ეკუთვნოდათ, მაგრამ მე ამაზეც კმაყოფილი ვარ და მე მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს დღე, რადგან ვთვლი, რომ დღეიდან საქართველოში იწყება სამართლიანობის დამკვიდრების ეტაპი. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი თორემ ჩემს შვილს არაფერი დამიბრუნებს და ჩემს ტკივილს არაფერი ამცირებს.
“დღეს აქ მოაწყვეს დიდი ცირკი და კივილი-წივილი მხოლოდ იმიტომ, რომ 5 წლით მათი დამნაშავე კრიმინალი ოჯახის წევრები, რომლებიც მაღალჩინოსნები იყვნენ იმ პერიოდში მიუსაჯეს 5 წელი და ამაზე ატეხეს ერთი ამბავი, საშინელი შეურაცხყოფები, ისროლეს რაღაცა ნივთი, რომლითაც დააზიანეს პროკურორი მეფარიძე, რომელსაც ბეწვზე ასცდა საფეთქელთან და სისხლი წამოუვიდა და რა თქმა უნდა, გაიყვანეს ეგრევე ექიმებმა – აი, სწორეს ეს არის მათი სახე, რასაც წარმოადგენენ ეს კრიმინალები და რა დღეში ჰყავდათ ქვეყანა, როდესაც ძალაუფლება მათ ხელში იყო, სწორეს მათმა კრიმინალურმა, არაადამიანურობამ შეიწირა ჩემი შვილი, რომელიც შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და როგორც განვითარდა მოვლენები და რაც გააკეთეს ცნობილია ყველასთვის, რის გამოც დღეს უკვე ისინი საბრალდებო სკამზე არიან და უკვე დღეიდან იქნებიან საპყრობილეში,” – განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს გამოაცხადა.