LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შევუთვალო პატივისცემის დასტური და მზადყოფნა, რომ საკითხები საერთო ჩართულობით მოვაგვაროთ: ვოლსკი

66
გია ვოლსკი

“ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები, აფხაზები, ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.” –  განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ, აღნიშნა, რომ არის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ქართული მხარე კი ირებს კანონებს, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროს.

გია ვოლსკიმ ამის შესახებ ისაუბრა დღეს, კომისიის სხდომაზე, რომელზეც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვიტავს აფხაზებთან დიალოგი: თეა ახვლედიანი

ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოკითხვა შეუთვალა და მზადყოფნა გამოთქვა, საკითხები მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით მოაგავრონ:

“მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, აქედან შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით.

ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები, აფხაზები, ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქ არსებობს ადმინისტრაცია, რომელმაც იქიდან რაც უნდა სიკეთე შემოგვითვალოს, მაინც არის ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურა ჰქვია. არც იმათ აქვთ დიდი ფართობი და შესაძლებლობები, რომ ხელი გაანძრიონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ. ხშირ შემთხვევაში, ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენ უფრო ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები. ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროთ.” – თქვა ვოლსკიმ.

დღესვე, სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს კი გადამწყვეტი შედეგი მოჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები