ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაერთიანება დიდი მტრის წინააღმდეგ, არამედ გავაერთიანეთ მთელი სამყაროც, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინა დღეს არის მსოფლიო ცივილიზაციის წინა ხაზზე.
“ჩვენ დავიცავთ ყველა ქვეყნის უფლებას, გააკეთოს ცივილიზებული არჩევანი. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.” – აცხადებს სტეფანჩუკი.
მისი თქმით, ახლა გაერთიანების დროა და ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები, გადაწყდება ერთობლივი გამარჯვების შემდეგ.
“ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან – აღნიშნავს სტეფანჩუკი.