LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა მესის ვაჯობო, დავიმსახურე

67
2678701-55396330-2560-1440

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარ მემკვიდრეობაზე კომენტარი გააკეთა:

„მინდა კარიერა „ოქროს ბურთების“ რაოდენობის მხრივ რეკორდსმენად დავამთავრო. ეს გულს გამითბობდა. ვფიქრობ, დავიმსახურე კიდეც.

მესი ფანტასტიური ადამიანია, შესანიშნავი მოთამაშე. მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა ავიღო 6, 7, 8 „ოქროს ბურთი“. მე უფრო მაღლა ვარ ამ მაჩვენებლით“, – უთხრა რონალდომ ინტერვიუში პირს მორგანს.

მოგეხსენებათ, კრიშტიანო და ლეო „ოქროს ბურთს“ იყოფენ. ორივეს 5-5-ჯერ აქვთ მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები