LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა, მადლობა ვუთხრა სვანეთს „ფრირაიდის” შეჯიბრის ასეთი შესანიშნავი მასპინძლობისთვის – ხავიერ ტრობა

72
273216241-241632218157771-4114128815860488224-n

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის” მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპის პირველი, 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფრირაიდის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ხავიერ ტრობას განცხადებით, კურორტი თეთნულდი ნამდვილად შესანიშნავი ლოკაცია გამოდგა “ფრირაიდის” შეჯიბრის ჩატარებისთვის. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

„დღეს ჩვენმა სპორტსმენებმა სასიამოვნო სანახაობა გამართეს კურორტ თეთნულდზე, სადაც კარგმა თოვლმაც შეგვიწყო ხელი. ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი შეჯიბრის მიმდინარეობით და მინდა მადლობა ვუთხრა თეთნულდს, სვანეთს “ფრირაიდის” შეჯიბრის ასეთი შესანიშნავი მასპინძლობისთვის, ასევე მაშველთა გუნდს და თითოეულ იმ ადამიანს, მათ შორის მონაწილეებს, ვისი ჩართულობითაც დღევანდელი შეჯიბრი უმაღლეს დონეზე გაიმართა”, – განაცხადა „ფრირაიდის” საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხავიერ ტრობამ.

თეთნულდზე „ფრირაიდის” (Freeride) კვირეულის ფარგლებში, “ფრირაიდის” მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპები საქართველოში წელს პირველად ტარდება. საკვალიფიკაციო ეტაპები მოიცავს მცირე – 2 ვარსკვლავიან და დიდ – 4 ვარსკვლავიან შეჯიბრებებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო დიდი შეჯიბრი მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას. შეჯიბრებებში, 20 ქვეყნის (შვეიცარია შვედეთი ავსტრია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, გერმანია დიდი ბრიტანეთი და ა.შ) 120-მდე სპორტსმენი ასპარეზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები