LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით” – ნიკოლ ფაშინიანი

69
310058cd0578501b32fc54b3c7d55bae-XL

ნიკოლ ფაშინიანმა ამომრჩეველს და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს, სომხეთის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში საქართველოსთან ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასევე საქართველოს, პრემიერ-მინისტრის, ჩემი კარგი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობებს გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ. მინდა ასევე მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენი მნიშვნელოვანი დღის წესრიგია. ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხებისთვის მშვიდობის, განვითარების ეპოქის შექმნა ჩვენი პრიორიტეტია“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

“დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ…”- ნიკოლ ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები