LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა გაიაზროთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა მედიცინაში დღეს საქართველოში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის 10 წელი დამჭირდა” – ალექსანდრე ბარბაქაძე

512
Untitled design

უმცროსი ექიმი, რეზიდენტი ალექსანდრე ბარბაქაძე 10 წლიან სამედიცინო კარიერას დროებით ან სამუდამოდ ასრულებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზებიც განმარტა:

„დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე (და იმედი მაქვს, ყველაზე სასარგებლო) გადაწყვეტილება მივიღე: ვასრულებ (დროებით ან სამუდამოდ) ჩემს 10 წლიან სამედიცინო კარიერას.

ალბათ, ცოტა არარეალისტურად და ზედმეტად დიდი მოლოდინებითაც დავიწყე რეზიდენტურაში სწავლა იმის იმედით, რომ სწავლასთან ერთად არსებობისთვის ბრძოლა მაინც არ დამჭირდებოდა 28 წლის რეზიდენტს, მაგრამ 20 000 ლარამდე გადასახადი და ძალიან მძიმე სამუშაო პირობები შემრჩა ხელში (უცხო არაა არავისთვის რეზიდენტების ზოგადი სავალალო პირობები).

ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა გაიაზროთ, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა მედიცინაში დღეს საქართველოში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის 10 წელი დამჭირდა.

ვფიქრობ, სანამ სახელმწიფო დონეზე არ დაიწყება რეზიდენტების და უმცროსი ექიმების საკითხის მკაცრი რეგულირება (მათი სასწავლო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება), მანამდე მჯერა, რომ საქართველოს კარგი სამედიცინო მომავალი არ უწერია.

მეტად მადლობელი ვარ ყველა ადამიანის, ვინც ამ 10 წლის განმავლობაში ერთი სანუგეშო სიტყვა მაინც მითხრა და თავისი ცოდნა და გამოცილება გამიზიარა, მათ შორის ჩემი ამჟამინდელი უფროსი ქირურგების (გიორგი ჯინჭველაძისა და გურამ ვარდიშვილის) და სხვა კოლეგების – მათი ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი პიროვნული თუ კარიერული ზრდა. არც ამ 10 წელს მივიჩნევ დაკარგულად, იმიტომ, რომ ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების” და ეს ცოდნა მუდამ თან მექნება ისევ ყოველთვის ადამიანების დასახმარებლად. დარჩენილ დროს კი მეტად საჭირო საქმეს მოვახმარ.

და ბოლოს, მგონია, რომ ცვლილება ყოველთვის ყველაფრის დასასრულს და მშიშრობას არ ნიშნავს (ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ზოგადად, სირთულეების არ მეშინია) – პირიქით, მჯერა, ძალიან დიდი სიმამაცეა ამხელა დროის შემდეგ ასეთი ნაბიჯების გადადგმა!”, – წერს ალექსანდრე ბარბაქაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები