მომღერალ მაილი საირუსის ცნობილ ჰიტზე “flowers” აცეკვებულმა ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარგნარმა საზოგადოება აღაფრთოვანა.
აღსანიშნავია, რომ მოცეკვავეებმა დიდი ხანია თაყვანისმცემლების გული მოიგეს, რადგან მათ მიერ შესრულებული ცეკვები საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან დადებით შეფასებებს და დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე.
“მინახავს ეს ცეკვა, სხვადასხვა წყვილების მიერ შესრულებული, მაგრამ თქვენ ვერცერთს ვერ შეგადარებთ”, “სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ შეგაქოთ”, “მაბედნიერებთ თქვენი პროფესიონალიზმით, კულტურით, კარგი ადამიანობით”, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.
ვიდეოს სოციალურ ქსელში Sweet Mood ავრცელებს.