რუსეთში მოღვაწე ქართველი მოდელი მირანდა, იგივე მიმი შელია, სოციალური ქსელის საშუალებით ქართველებს მიმართავს.
ამის შესახებ შელია “ინსტაგრამზე” წერს:
“ჩემო უკეთილშობილესო ქართველო კეთილის მსურველებო!
ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით.
შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი! რომ მწერთ იხურება “ინსტაგრამი” და რით რეალიზდებიო?
მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში თქვენგან განსხვავებით! ნუ ნერვიულობთ! პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ აქ ამ პლატფორმაზე! უწურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის,”- წერს მიმი შელია.