LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა – მეგი ბაქრაძის საქმეზე რეგულირების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

49
მეგი და სააგენტო

გარდაცვლილი ექთნის საქმეზე მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ.

რა ინფორმაციაა მეგი ბაქრაძის ტელეფონში - ადვოკატები ვაქცნინაციის დროის შეცვლაზე საუბრობენ

მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს.

„საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას.

შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ.

მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები