LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წლის ბოლომდე, ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ: თავდაცვის მინისტრი

73
ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საქართველო ისრაელის სამხედრო სამრეწეველო კომპანია – “რაფაელისგან” საჰაერო თავდაცვის მოდერნიზებულ სისტემას” მიიღებს.

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისა და არსებული სისტემების მოდერნიზაციის კუთხით. ამ მიმართულებით  მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ საჰაერო თავდაცვის რაფაელის მოდერნიზებულ სისტემას მივიღებთ ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას დავიწყებთ – თავდაცვის მინისტრი

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს ფრანგული საჰაერო თვალთვალის სარადარო სისტემები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი 3-ის ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში წარსდგა.

ცნობისთვის, Rafael Advanced Defense Systems Ltd, შემოკლებით “რაფაელი,” ისრაელის სამხედრო წარმოების კომპანიაა, რომელიც ძირითადად საჰაერო თავდაცვის საშუალებებსა და სისტემებს ამზადებს.