LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე წლიდან, საქართველო საგარეო ვალების შემცირებას დაიწყებს

48
220484598-4363940190310927-5495564168962430740-n

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია. როგორც მან განმარტა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალს აღარ აიღებს, თუმცა ვალის აღება შესაძლოა, მოხდეს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ისიც შემცირებული ოდენობით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კორექტირების მიზანი საგარეო ვალის იმ ნიშნულამდე ჩამოყვანაა, რაც საქართველოს ეკონომიკას შესაბამისი განვითარების საშუალებას მისცემს.

„სხვა ვალებთან მიმართებითაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით, ასეთ სესხები შესაძლოა აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებით შესაძლოა, შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე, ეკონომიკასთან მიმართებით ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარების,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხის აღებაზე უარის თქმის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა შეცდომა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები