ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დაფიქსირებულია აივ ინფიცირების 391 ახალი შემთხვევა. გასულ წელს კი, ამავე პერიოდში, 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 9 023 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6 741 – მამაკაცია, 2 282 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 879 გარდაიცვალა.
20 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 662 (5 042 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 ბავშვია (34 + 10 აფხაზი ბავშვი).
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.3 პროცენტი (3 185) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.0 პროცენტი (4 516) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 პროცენტი (1 118) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 პროცენტი (113) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 პროცენტი (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.5 პროცენტი (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 383 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1 215; შემდეგ იმერეთში 1 084; აჭარაში 1 031; აფხაზეთში (535); კახეთში (452) ქვემო ქართლში (516); შიდა ქართლში (339); გურიაში (191); სამცხე-ჯავახეთში (124) და ა.შ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;
2021 წელს გარდაიცვალა 86 აივ ინფიცირებული. 2020 წელს – 157, 2019 წელს – 116, 2018 წელს – 135, 2017 წელს – 127, 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი. 2021 წელს 86 გარდაცვლილთაგან: 71 მამაკაცია და 15 ქალი.
საქართველოში გამოვლენილია სულ 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 48 – გოგო. 30 გარდაიცვალა. სამი ქვეყნიდან გავიდა .
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ჩაიტარონ აივ ტესტირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის მქონე პირებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 239-80-18.